ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავეს

ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავესსამართალდამცველებმა ყაჩაღობაზე ბრალდებული პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებული დ. ტ., ცხელ კვალზე ამბროლაურში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2