ათენში მოკლული სოფო წიკლაური ივნისში 41 ქართველთან ერთად სპეცოპერაციისას საბერძნეთში დაკავებული იყო

ათენში მოკლული სოფო წიკლაური ივნისში 41 ქართველთან ერთად სპეცოპერაციისას საბერძნეთში დაკავებული იყოდიასპორა ჯის ცნობით, ბერძნული პრესის ცნობით ათენში მოკლული გოგონა ივნისში 41 საქართველოს მოქალაქესთან ერთად სპეცოპერაციისას იყო დაკავებული.

როგორც ბერძნული მედია იტყობინება მოკლული სოფო შანშიაშვილი მალევე გაანთავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და ის ათენის ატიკის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს განძრახ მკვლელობის კუთხით იძიებენ.

როგორც ჩანს, საუბარია ათენში მოკლულ ქართველ ქალზე, რომელიც ქართულ მედიაში სოფო წიკლაურის სახელითაა ცნობილი – წიკლაური მისი დედის გვარია.