“ბახტაძეს ამერიკაში სალომეზე ჰკითხეს – ეს ქალი საიდან გამოჩხრიკეთო და ხელები დაიბანა, მე არაფერ შუაში ვარ, ბიძინამ მოძებნაო” – ვიდეო

"ბახტაძეს ამერიკაში სალომეზე ჰკითხეს - ეს ქალი საიდან გამოჩხრიკეთო და ხელები დაიბანა, მე არაფერ შუაში ვარ, ბიძინამ მოძებნაო" - ვიდეოთავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თოქშოუ “რეაქციაში” სტუმრობისას პრემიერ ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ამერიკული მხარე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურით უკმაყოფილო იყო და ამის შესახებ ბახტაძეს კითხვაც დაუსვეს.
“ბახტაძეს ამერიკაში ჰკითხეს – ეს ქალი საიდან გამოჩხრიკეთო და ხელები დაიბანა, მე არაფერ შუაში ვარო… ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრეს, ეს ქალი ასეთ რიტორიკას აწვება, რომ ომი თქვენ დაიწყეთ… ბახტაძის პასუხი იყო, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ბიძინამ მოძებნაო” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/313518282784356/