ბენზინი რეკორდულად გაძვირდა – ბოლო რამდენიმე დღეში საწვავის ფასმა 8 თეთრამდე მოიმატა

ბენზინი რეკორდულად გაძვირდა - ბოლო რამდენიმე დღეში საწვავის ფასმა 8 თეთრამდე მოიმატამოსახლეობა საწვავის გაძვირებას აპროტესტებს – ავტომობილების მფლობელები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბენზინგასამართ სადგურებზე მისულებს ბენზინის ფასი მნიშვნელოვნად 5-8 თეთრამდე მომატებული დახვდათ.

ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

„საერთაშორისო ფასი გლობალურ ბაზრებზე არის მნიშვნელოვნად მომატებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეკორდულად მაღალი ფასები.

მეორე მხრივ, ბოლო თვენახევრის ორი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. შესაბამისად ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის ერთ განაპირობა, რომ ფასი გაიზარდა 5-8 თეთრით.

ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მოქმედებს იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელია ამ ფაქტორიდან გამომდინარე და არა ლარის გაცვლითი კურსიდან გამომდინარე მოხდეს ფასების კორექტირება“-ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მთავრობას რეკომანდაციას აძლევს და აცხადებს, რომ შეუძლებელია ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადი შეამცირდეს.

„დღეს ერთი ლიტრი ბენზინიდან მწარმოებლები მთავრობას უხდიან დაახლოებით 50 თეთრს, მაგალითად ეს რომ შემცირდეს 30 თეთრით და მოუწიოთ 20 თეთრის გადახდა ეს ცალსახად ფასზე დადებითად იმოქმედებს და ფასს შეამცირებს. ყველაფერი ჯამში დაკავშირებულია მთავრობის ქმედებებთან,“-ამბობს ხორგუაშვილი.

ნიუპოსტი