გია არაბიძე – “100 მლნ დოლარს სხვა ქვეყნების ელექტროეკონომიკაში ვიხდით”

გია არაბიძე - "100 მლნ დოლარს სხვა ქვეყნების ელექტროეკონომიკაში ვიხდით"„დღეისთვის დაახლოებით, 700 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გვაქვს შემოტანილი. სექტემბერი-დეკემბერი არის ის თვეები, როდესაც ყველაზე მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს. საერთო ჯამში, წელს დაახლოებით, 1.5 მლრდ ელექტროენერგიის შემოტანა დაგჭირდება და მე ვერ ვხედავ გენერაციის ობიექტების ისეთ ინტენსიურ მშენებლობას, რომ გაისადაც არ დაგვჭირდეს. მიმაჩნია, რომ 2 მლრდ-ზე მეტი იმპორტი ჩვენს სისტემას გაუჭირდება. ამაზე მეტი მოცულობების შემოტანა ტექნიკურად და ეკონომიკურად პრობლემატურია’, – განაცხადა არაბიძემ BM.GE-სთან საუბრისას და დასძინა, რომ „ეს საშუალოდ, წლიურად არის 100 მლნ დოლარი, რასაც აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტროეკონომიკაში ვდებთ“.

მისივე ინფორმაციით, იმპორტირებული ელექტროენერგია დაახლოებით 10-15%-ით ძვირია, ადგილობრივი, საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.

შეგახსენებთ, რომ საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, საქართველოში 2018 წლის ბოლომდე 1 430.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტია დაგეგმილი.