„დავიღალეთ“ – ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოს

„დავიღალეთ“ - ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოსპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოს. ბესელიამ ამის შესახებ განცხადება ტვ „პირველის“ ეთერში, ნინო ჟიჟლაშვილის გადაცემაშ გააკეთა.

„უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ყველა დავიღალეთ, თქვენც, მეც, რომელთაც გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც ამ ჩანაწერებით გვესაუბრებოდნენ ყოველდღე, ძილისპირულივით გვესმოდა ეს ჩანაწერები. მაშინაც სულ ამ კითხვას ვსვამდი – არსებობს რაიმე კანონიერი სარჩული ასეთი ჩანაწერების ჩვენების? როდესაც მედია პირდაპირ იწყებს ამ ჩანაწერების დემონსტრირებას და გასაჯაროებას, დღესაც მაქვს ეს განცდა“, – ამბობს ბესელია.