დე ხეას ყიდვა პსჟ-საც მოუნდა

დე ხეას ყიდვა პსჟ-საც მოუნდამანჩესტერ იუნაიტედის მეკარეზე, დავიდ დე ხეაზე ნამდვილი ომია გაჩაღებული და მისი ყიდვა რამდენიმე გრანდს სურს. აქამდე მხოლოდ რეალი და ბაიერნი სახელდებოდნენ, ახლა კი მათ რიცხვს პსჟ-ც შეუერთდა.

პსჟ მზად არის მანჩესტერ იუნაიტედს სოლიდური თანხა შესთავაზოს, თუმცა იუნაიტედი აქამდე დე ხეას არ უშვებდა, მაგრამ ესპანელმა მეკარემ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დე ხეამ განაცხადა რომ მის კარიერაში ცვლილებების დროა და ის მანჩესტერიდან წასვლას არ გამორიცხავს.