ვანო მერაბიშვილი – “მარგველაშვილმა იცის, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა”

ვანო მერაბიშვილი - "მარგველაშვილმა იცის, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა"მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ სურს, რომ მის გამო ვინმემ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიყენოს. „მე როგორც ვიცი, ფორმალურად პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ. მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების დაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო“, -განაცხადა მერაბიშვილმა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა, თუმცა ის არსად წასვლას არ აპირებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„მე მშვენივრად ვიცოდი, ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაჰყავდათ. როგორც ეს ხელისუფლება იქცეოდა, აშკარა იყო, რომ არანაირ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტი იყო. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის გავაკეთე. ამავე დროს მე არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ“, -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ინტერპრესნიუსი