ვანო ჩხარტიშვილის ახალი კორუფციულო სკანდალი

ვანო ჩხარტიშვილის ახალი კორუფციულო სკანდალიყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ჩხარტიშვილის კორუფციული საქმიანობა იკვეთება, რომელიც „ომეგას“ საქმეზე მეტად რეზონანსული შეიძლება აღმოჩნდეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ჯერჯერობით მოკვლევის პროცესშია და მეტ დეტალზე ვერ საუბრობს.

„ფოთს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ბატონ ჩხარტიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით თუ ვინმე ჩაატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, ვფიქრობ იმაზე მეტ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს კორუფციასთან დაკავშირებით, ვიდრე ისაა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ჯერ არ ვარ მზად, რომ ამაზე კონკრეტულად ვისაუბროთ, თუმცა ეს საქმე მრავალწლიანია, იმდროინდელი, ჩვენც რომ ხელისუფლებაში ვიყავით, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით“, – განაცხადა თინა ხიდაშლმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუში”.