ვახო ხუზმიაშვილი – ”იბერიის” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავიდა – ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა”

ვახო ხუზმიაშვილი - ”იბერიის” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავიდა - ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა”“იბერიას” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავიდა. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი წერს:
“აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა”- აცხადებს ხუზმიაშვილი.

ის შექმნილ მძიმე ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელსიუფლებას აკისრებს.
მისი თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტი თავიდანვე აცხადებდა, რომ “ომეგა ჯგუფზე” თავდასხმა პირდაპირ აისახებოდა “იბერიაზე”.
“ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა. ამ ეტაპისთვის ვართ პარალიზებული და პასუხისმგებლობა ამაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს”- ამბობს ხუზმიაშვილი.

ნიუპოსტი