ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს

ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებსზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს. ამის შესახებ ოქუაშვილმა “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მზად არის ფრანგ სამართალდამცველებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, იქაური კანონმდებლოთ აგოს პასუხი.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო მასალა, ოქუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

“ახლა გადავწყვიტეთ, რომ საფრანგეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს, რადგან ჩვენი ბატონი მთავარი მძარცველი არის საფრანგეთის მოქალაქე და ვფიქრობ, რომ იქნებ მის მოქალაქეში ისინიც გაერკვიონ, რა ხდება და რა ფულის გათეთრებას, გამოძალვას სჩადის და როგორ აგებს პასუხს. ეს იქნება კრიმინალური საქმე, რომელზეც მოეთხოვება პასუხი ბატონ ლიდერს, სამარცხვინოდ მის და საქართველოს საუბედუროდ”, – განაცხადა ზაზაოქუაშვილმა.