ზაზა ოქუაშვილი – ”ირაკლი კობახიძის განცხადებები პირდაპირი მითითებაა ჩემ დასაპატიმრებლად” – ომეგას დამფუძნებელი საქართველოში არ ჩამოვა

ზაზა ოქუაშვილი - ”ირაკლი კობახიძის განცხადებები პირდაპირი მითითებაა ჩემ დასაპატიმრებლად” - ომეგას დამფუძნებელი საქართველოში არ ჩამოვასაქართველოს მთავარმა პროკურატურამ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.

ზაზა ოქუაშვილი საგამოძიებო უწყების მოთხოვნას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

მასში ნათქვამია:

„არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული რეკეტის ორგანიზატორად, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ხელისუფლებაში ფორმალურად მყოფი, ისე არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირების მეშვეობით, რომლებიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ. საფრთხეს ასევე რეალურს ხდის ხელისუფლების მოქმედი ფორმალური თანამდებობის მქონე პირების უშუალო შემხებლობა და დაინტერესება საქმით.

“პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებები კი არა მხოლოდ უხეშად ლახავს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს პირდაპირ მითითებას ჩემს დასაპატიმრებლად,”.

რუსთავი 2