ზაზა ოქუაშვილს კიდევ 4 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდნენ – “კურიერმა” ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა

ზაზა ოქუაშვილს კიდევ 4 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდნენ - "კურიერმა" ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვაკურიერმა ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა. აუდიოფაილიდან დგინდება, რომ ომეგა ჯგუფისთვის ხელისუფლებას მხოლოდ 4 მილიონი არ წაურთმევია, რეკეტის შედეგად ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს დამატებით ოთხ მილიონ დოლარს სთხოვდნენ.

მოლაპარაკებების დროს ოქუაშვილი ინტერესდება, არის თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი? მას ეუბნებიან, რომ ყოფილმა პრემიერმა ყველაფერი იცის და ფული ადრესატთან აუცილებლად უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგარეტის ქარხანა არ ამუშავდება.

ჩანაწერით, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა, დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ხაზზეა ს ბიზნესს მილიონებს ივანიშვილის ნებართვით ართმევს.

საუბარი იმ დროს არის ჩაწერილი, როდესაც ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის სარდაფში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, მასზე ძალადობა განხორციელებულია.

ჩანაწერში ისმის, რომ ყიფიანი ფარცხალაძეზე გაბრაზებულია და მას აგინებს. აუდიოფაილში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გვარიც არის დასახელებული.

ჩანაწერში ოქუაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ლევან ყიფიანს, ივანიშვილთან შეხვედრას სთხოვს და ეუბნება, რომ სურს ივანიშვილისგან მოისმინოს დამატებითი ქრთამის გადახდის შესახებ ინფორმაცია.

ლევან ყიფიანი – ვიტყვი, რომ მე ამას ვიძახი ამას, რო. ეს არის კონტრიბუცია და…

ზაზა ოქუაშვილი – სამნახევარი, სამნახევარი

ლევან ყიფიანი — ხო, ხო კონტრიბუცია და ამას აღარ ვიძახი, რომ იქ შევა, ეს უკვე შენი სახელით ვიძახი, რომ იქ შევიდეს.

ზაზა ოქუაშვილი – ამხელა თანხები არ ვიცი! ბიძინა, ბიძინამ გახსოვს მაშინ, როგორ გვითხრა დიდი თანხები! 4 მილიონი ბიძინამ მითხრა და ეხლა ვინ მეუბნება? ვინმე შემხვდება კიდევ?

ლევან ყიფიანი – შეგახვედრებ რა

ზაზა ოქუაშვილი – ამაზე თუ ვიტყვი თანხმობას, ამუშავდება ფაბრიკა?!

ლევან ყიფიანი — ხო, ხო

ზაზა ოქუაშვილი – წინასწარ უნდა მოვიტანო თანხა?

ლევან ყიფიანი – ნუ ეხლა ვინ გენდობა. ეხლა თუ ჭკვიანი და ის არის ესეთ სიტუაციაში

ზაზა ოქუაშვილი – წინასწარ თანხა მაშინ ბიძინამ მაინც გვითხრა და ეხლა შენ მეუბნები და…

ლევან ყიფიანი – რა მნიშვნელობა აქვს. ხომ დაინახავ ფაქტს, ფაქტს ხო, დაინახავ. ტყუილად ხომ არ გავა ეს თანხა, ფაქტს რომ დაინახავ

ზაზა ოქუაშვილი – როგორ დავინახავ ფაქტს?

ლევან ყიფიანი – როგორ და დაიწყება მუშაობა

ზაზა ოქუაშვილი – დღეს თანხა უნდა გავცე?!

ლევან ყიფიანი – ხვალვე გავა ის, ისა და დაიწყება მუშაობა.

ზაზა ოქუაშვილი – ამხელა კონტრიბუშენი და ბიუჯეტს არ აკლდება?

ლევან ყიფიანი – როგორ არ აკლდება, როგორ არ აკლდება!

ზაზა ოქუაშვილი – ოთხნახევაეი ხო არ აკლდება, სამნახევარი

ლევან ყიფიანი – სამ ნახევარი არა!

ზაზა ოქუაშვილი – საიდან, ქეშის პრობლემაა ჯერ ეს ერთი, საიდან მოვიტანო მე სამ მილიონ ნახევარი ქეში? ბანკიც არ გასცემს მაგას, გახსოვს მაშინ მთელი გახარია და ის ჩაერია! ამხელა ნაღდი, მაშინაც რომ გასცეს, თვალები ამივიდა შუბლზე.

ლევან ყიფიანი – კიდევ ერთხელ გეუბნები, იმის ისა რაქვია.

ზაზა ოქუაშვილი – პრემიერთან შევალთ?

ლევან ყიფიანი – შევიდეთ კი, მარა უნდა ვთქვათ, პირველი ბიუჯეტი

ზაზა ოქუაშვილი – მაშინ შევხვდეთ პრემიერს, ძალიან პატივს ვცემ ანზორსაც, ოთარსაც მარა სიტყვაზე მაშინაც

ლევან ყიფიანი – ოთარის დედაც… მ…

ზაზა ოქუაშვილი – ხო მარა, მახსოვს, ბიძინა იქნება საქმის კურსში თუ?!

ლევან ყიფიანი – რა თქმა უნდა, ჩააყენებენ საქმის კურსში, ჩააყენებენ

ზაზა ოქუაშვილი – იმიტომ, რომ ამხელა თანხა ბიძინას გარეშე,

ლევან ყიფიანი – ნუ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა

ზაზა ოქუაშვილი – რო შევხვდეთ ბიძინას კიდევ

ლევან ყიფიანი – ნუ ეხლა თუ გამოიჩინა რაღაც ყურადღება, შეიძლება თვითონ გვითხრას და ავიდეთ, ვთქვათ,

ლევან ყიფიანი – მაშინ იყო ჩართული იმიტო რომ ამ ოთარმა უთხრა, იმიტომ რო მაგი იყო ჩარეული და მაგან იმას ქნა, მაგი იყო ის

ზაზა ოქუაშვილი – მაშინ თვითონ რო გვითხრა, უკვე სხვა რაღაც იყო.

ლევან ყიფიანი – მაშინ თვითონ რო გვითხრა, ოთარმაც გვითხრა, თვითონ კი არ დაესიზმრა. არც ციფრები იცოდა

ზაზა ოქუაშვილი – ხო, მარა თვითონ ხო გვითხრა 4 მილიონიო თავისით.

ლევან ყიფიანი – გაგვიმეორა

ზაზა ოქუაშვილი – ხო გაგვიმეორა

ლევან ყიფიანი – მერე გვითხრა რო გვაწვებოდა გახსოვს რო ისა მე ვუთხრა მეუბნება 4 მილიონ დოლარს მეთქი და არაო რას გეუბნება ეგ ერთია და რა ითქვა ისო ხო გახსოვს?

ზაზა ოქუაშვილი – კი მახსოვს, ოთარს მოვიყვან თუ გინდა აქაო?

ლევან ყიფიანი – ხო, მარა რო გვაწვებოდა გახსოვს ისა

ზაზა ოქუაშვილი – ოთარი

ლევან ყიფიანი – ხო, ისაო ლარი კი არ გითხარით, დოლარი გითხარითო

ზაზა ოქუაშვილი – კვირიკაშვილზე რომ უთხრა, ჩემი ის ხო არ იყოვო უფროსიო, ტიროდა აქაო, ხოდა რო შევხვდეთ, რომ შევხვდეთ ბიძინას მაშინ?

ლევან ყიფიანი – ვნახოთ, გვეტყვის რა ყველაფერს

ზაზა ოქუაშვილი – ყოველ შემთხვევაში ბიძინას ეცოდინება, არ იქნება ბიძინასგან დამალული?!

ლევან ყიფიანი — კი, კი, კი, კი, კი

რუსთავი 2