თეა წულუკიანი სკანდალურ ჩანაწერზე – “დეპუტატს შეუძლია მისთვის სასურველი პატიმრის მონახულება”

თეა წულუკიანი სკანდალურ ჩანაწერზე - "დეპუტატს შეუძლია მისთვის სასურველი პატიმრის მონახულება"მორიგი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი ხმაურიან საკითხებსა და საქმეებზე საუბრობს – აღნიშნულს მმართველი გუნდის რიგებში ეხმაურებიან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გავცრელებულ ჩანაწერებზე გამოძიება გუშინაც მიმდინარეობდა და გამოძიება გაგრძელდება.

„როდის გაკეთდა ეს ჩანაწერი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი, თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში, არის თუ არა ავთენტური, ამის თაობაზე როგორც გუშინ ნახეთ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება. იმედი მაქვს, პროკურატურა სრული გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

სასჯელაღსრულების სისტემაში ასე იყო მუდამ და ასეა მას მერეც, რაც იუსტიციის სამინისტრო შემოუერთდა – საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით შედიან და ნახულობენ მათთვის სასურველ პატიმრებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელი შევუშალოთ ამ ვიზიტებს,“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიუპოსტი