ირაკლი კობახიძე – ”ეს სპექტაკლი ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით დასრულდება 29 ოქტომბერს”

ირაკლი კობახიძე - ”ეს სპექტაკლი ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით დასრულდება 29 ოქტომბერს”ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს პროცესები დასრულდება ისე, როგორც უნდა დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ სპექტაკლებს ნიკა გვარამიას შესრულებით“.

„ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს, რომ გვეწარმოებინა ნორმალური, ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ეს არის დამახასიათებელი განვითარებული ქვეყნებისთვის, ცივილიზებული ქვეყნებისთვის, თუმცა პასუხი არის ეს აბსოლუტურად შავი კამპანია, აბსოლუტურად მიუღებელი რიტორიკა, ერთადერთი სალომე ზურაბიშვილია, ვის მიმართაც წარმოებს ასეთი ბინძური კამპანია, ამ სიტყვის ყველაზე მძიმე გაგებით, ეს არის სამწუხაროდ პასუხი ოპონენტებისგან და ეს არის ის სპექტაკლები, რომლებსაც ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, ბატონი ნიკა გვარამიას შესრულებით.

ეს ყველაფერი მაინც დასრულდება იმ შედეგით, რომლითაც დასრულდებოდა, დასრულდება ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით 29 ოქტომბერს, თუმცა, სჯობდა, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო ჯანსაღი და ცივილიზებული კამპანიის პირობებში. ეს შევთავაზეთ ჩვენს ოპონენტებს, თუმცა, პასუხი არის სამწუხარო და პასუხი არის ისეთი, რაც ნამდვილად არ წაადგება საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას და საარჩევნო კულტურის განვითარებას, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიუპოსტი