იტალიის ქალაქ ბარიში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

იტალიის ქალაქ ბარიში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლესbaritoday.it -ს ცნობით 18 ოქტომბერს, საღამოს იტალიის პოლიციამ ქ.ბარიში, სან-ნიკოლას მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა.

საინფორმაციო საშუალების ცნობით, რომელსაც ბარიში მაცხოვრებელი, ადგილობრივი საემიგრაციო ორგანიზაციის ქართველი თანამშრომელი ფიქრია კუჭუხიძეც ადასტურებს, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. პოლიციამ  ამ დროისთვის მხოლოდ გარდაცვლილის შესახებ მისი ასაკი გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ ჩვენი თანამემამულე 31 წლის არის და სავარაუდოდ მოკლულია, ვინაიდან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

დიასპორა