კასპში ზურაბიშვილის მომხრეებმა და ოპოზიციამ იჩხუბეს

კასპში ზურაბიშვილის მომხრეებმა და ოპოზიციამ იჩხუბესხმაური კასპში – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის. უთახმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს, აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„მშვიდობიანი ევროპული საარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ და არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, სცადონ მათ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, მათ ადგილზე დაქირავებული პროვოკატორები დაახვედრეს.

„არიან დაქირავებული პროვოკატორები. მე არ მაქვს ინფორმაცია, ისინი ჩინოვნიკები არიან თუ იმ 50 კაციან ბანდფორმირებებში ირიცხებიან, რომლებიც ჰყავთ ფარცხალაძეს და სუბელიანს. უწოდებს ჩვენს საზოგადოების ნაწილს, ღირსეულ კასპელებს უზრდელებს და აქ არავინ არ მოსულა სალანძღავად, პროვოკაციის მოსაწყობად. მოვედით კითხვების დასასმელად,“-განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.