კესარია აბრამიძე ეროვნულ სამოსში გამოჩნდა

კესარია აბრამიძე ეროვნულ სამოსში გამოჩნდაცნობილი ქართველი მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე კონკურსში „miss trans star intenational“ მონაწილეობის მისაღებად აქტიურად ემზადება.

სილამაზის კონკურსი ნოემბერში ჩატარდება ბარსელონაში, სადაც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.

კესარიას სილამაზის კონკურსზე გამარჯვების იმედი აქვს. “აქაც ისეთი სტანდარტებია, როგორც მის მსოფლიოზე. ქართველი მისები მიდიოდნენ და მოდიოდნენ სილამაზის კონკურსებზე, თუმცა, არასდროს გაგვიმარჯვია.

სილამაზის კონკურსი სადაც ჩატარდა, ქართველმა ვერსად ვერ მოიგო და ვნახოთ, იქნებ ეს იყოს პირველი სილამაზის კონკურსი, სადაც საქართველო გაიმარჯვებს”, – აცხადებდა კესარია, რამდენიმე თვის წინ, “რეიტინგისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

კონკურსის მონაწილეები პოდიუმზე რამდენიმე ლუქით გამოვლენ, ერთ-ერთი იქნება ქართული ნაციონალური სამოსი.

როგორც ჩანს, კესომ გადაწყვიტა, “მარიგოლდის” სამოსი მოირგოს და სოციალურ ქსელში ქართულ ნაციონალურ კოსტიუმებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

ჩიხტიკოპი და ქართული კაბები კესოს განსაკუთრებულად უხდება, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლებიც აღნიშნავენ.

რეიტინგი