მაია ასათიანი – “არ ვარ ორსულად! მუცლიანი ტანი მაქვს… პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად”

მაია ასათიანი - "არ ვარ ორსულად! მუცლიანი ტანი მაქვს... პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად"მაია ასათიანის ორსულობის შესახებ ჭორები უკვე მეორედ გავრცელდა. ინტერნეტსაიტებმა განათავსეს ფოტოები, რომლებიც „პროფილის“ ჩაწერაზეა გადაღებული. მაიას მოტკეცილი კაბა აცვია და ოდნავ მოზრდილი მუცელი აქვს, რის გამოც, როგორც ჩანს, კვლავ გაჩნდა ხმები მისი ფეხმძიმობის შესახებ.

როგორც მაია ამბობს, ამ კითხვით მის ახლობლებს დილიდან ურეკავენ და სტატუსიც დაწერა, სადაც აღნიშნა:

„მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ ურეკავთ ჩემს ახლობლებს და ნუ ეკითხებით ერთსა და იმავეს უკვე მერამდენედ! მუცლიანი ტანი მაქვს, სულ ესაა! დავიღალე ახსნა-განმარტებებით! შვილის თემა უკიდურესად საკრალურია ჩემთვის და სირცხვილია ამ თემაზე უაზროდ ტლიკინი! პრესის ვარჯიშს უნდა მოვუმატო აშკარად))))“

მუზიკბოქსი