მამუკა ხაზარაძემ ზაზა ოქუაშვილს უპასუხა – “ჩვენი ბანკი 8 საათამდე მუშაობს”

მამუკა ხაზარაძემ ზაზა ოქუაშვილს უპასუხა - "ჩვენი ბანკი 8 საათამდე მუშაობს"თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც ხაზარაძე ამბობს, ბანკი საღამოს 8 საათამდე მუშაობს და თუკი ნებისმიერი კომპანიის დირექტორს სურს ბანკიდან თანხის გატანა, ბანკი ვალდებულია, რომ ოპერაცია შეასრულოს.

„ზოგადად საზოგადოების პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე.

ჩვენი ბანკი მუშაობს 8 საათამდე, უკვე 10 წელია, – ამიტომ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა. ბანკი არის სერვისის კომპანია და თუ თქვენ ხსნით კომპანიას, თუნდაც 20 წუთით ადრე და თქვენ გაქვთ ფული, თქვენი დირექტორი კი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია რომ გაატანოს თანხა“, – ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ კომპანიის რეგისტრაციის თარიღს მნიშვნელობა არ აქვს.

„ ყველაფერია ბანკში წამოდგენილი… შევეშვათ ყველა ცილისწამებას”, – ამბობს ხაზარაძე.

ბიემჯი