მესიმ ბარსელონას დაცვა გააკრიტიკა

მესიმ ბარსელონას დაცვა გააკრიტიკაბარსელონა ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და კატალონიელებმა ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ამ თემაზე ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ისაუბრა და თქვა რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში დაცვის ცუდი თამაშის ბრალია:
”მეტოქეები ძალიან ადვილად ახერხებენ ჩვენი კარის დალაშქვრას, რაც მიუღებელია. ჩვენ ამ ასპექტს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან კარგი დავცის გარეშე მოგება ძალიან რთულია”–განაცხადა მესიმ.
ბოლო შეხვედრაში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკის დამარცხება ვერ შეძლო.