მირზა სუბელიანი – ბოლომდე მწირავენ… მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე

ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს“, – ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც თავად პროკურატურა ავრცელებს.

მირზა სუბელიანი - ბოლომდე მწირავენ... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზეაღნიშნულ ჩანაწერშიც სუბელიანი, სავარაუდოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და მოზარდების მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ ციხეში ერთი წლით ჩასმის პირობა მიიღო.

„მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ. ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გამ…ე. სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირო?! არ არის ეს სწორი… გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა… გამწირეს და რას მეუბნები, არ არის ასე? მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე“, – ამბობს სუბელიანი, რაზეც ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს: „შენ პირობა მიიღე იმაზე, რომ არავინ დაგჩაგრავდა“.

„ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს არავინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი“, – ეუბნება ჯაფარიძე სუბელიანს.