მიხეილ სააკაშვილი – “ლევან ბერძენიშვილის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება არასწორია, თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, მე არ მწყინს”

მიხეილ სააკაშვილი - "ლევან ბერძენიშვილის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება არასწორია, თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, მე არ მწყინს"მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ ლევან ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი,რომ ვაფასებ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის,საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.არასწორად მიმაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება.ვთვლი,რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის.თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, მე არ მწყინს და არც სხვამ უნდა განიცადოს.
ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ პირად წყენებზე მაღლა და ერთად დავუპირისპირდეთ დიდ საფრთხეს…
რაც უფრო მალე მივხვდებით ამას,მით უფრო დამაჯერებლად და სწრაფად გაიმარჯვებს საქართველო…”