მოსკოვში დაზვერვის ოფიცერი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში დაზვერვის ოფიცერი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვესმოსკოვში საგარეო დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი  სერგეი სოლოვიოვი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცველებს სოლოვიოვის დამ მიმართა, რომელმაც პოლიციას უთხრა, რომ ძმას ვერ უკავშირდებოდა.

სიკვდილამდე ორი დღით ადრე სოლოვიოვს მანქანა დაეჯახა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მან სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა და სახლში წავიდა.

სწორედ ამის შემდეგ შეწყდა მასთან კავშირი. პოლიციის თანამშრომლები დიდხანს აბრახუნებდნენ სოლოვიოვის ბინის კარზე, მაგრამ მათ არავინ უპასუხა. ამის შემდეგ პოლიციამ კარი შეამტვრია.

მამაკაცის გვამი საწოლში იპოვეს. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ის ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია მის სხეულზე ძალადობის ნიშნების აღმოჩენის შესახებ.

იმედინიუსი