ნატახტართან დაიწვა ტრაილერი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა

ნატახტართან დაიწვა ტრაილერი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდაცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა ნატახტრის ტერიტორიაზე მდებარე ავტომაგისტრალზე. ცეცხლი ტრაილერს გაუჩნდა, რომელიც ტანსაცმლით და სხვა ნივთებით იყო დატვირთული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები.

სალომე ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, სატვირთოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო აგიტაციისთვის განკუთვნილი ნივთები გადაჰქონდა.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით.

სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს ეს ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმედინიუსი