ნატო ჩხეიძე – “მამუკა ხაზარაძე ამ სპექტაკლის მონაწილე იყო – თიბისი ბანკს ფული არ ჰქონდა”

ნატო ჩხეიძე - "მამუკა ხაზარაძე ამ სპექტაკლის მონაწილე იყო - თიბისი ბანკს ფული არ ჰქონდა"ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის, თქმით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 4 მილიონი ლარის გაცემისას “თიბისი ბანკმა” დაარღვია რეგულაციები, რაშიც ჩართული იყო ეროვნული ბანკი. ჩხეიძე ამბობს, რომ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა “თიბისი”-ს მფლობელი მამუკა ხაზარაძე.

“თიბისი ბანკში” დაირღვა თანხის გაცემის დროს ძალიან ბევრი კანონები შიდა რეგულაციები, თუ გარე რეგულაციები. ბატონი მამუკა ხაზარაძეც იტყვის, რომ თვითონაც იყო ამ სპექტაკლში ერთ-ერთი მონაწილე. “თიბისი ბანკს” არ ჰქონდა იმ რაოდენობის თანხა, რაც უნდა გადაერიცხა 2 დღის წინ შექმნილი ფირმისთვის, ამიტომ გარკვეული თანხა წამოვიდა ეროვნული ბანკიდან 21-ში, სწორედ შუადღის მერე და ეროვნულ ბანკშიც მოხდა ამის ჩარიცხვა,”-აცხადებს ნატო ჩხეიძე.

რუსთავი 2