ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა – ვიდეო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა - ვიდეოსაქართველოს პირველმა ჩოგანმა ჩინეთის ღია პირველობის ტურნირის მეოთხედფინალში ტუნისელი მალიკ ჟაზირი ერთ საათსა და 8 წუთში დაამარცხა. ტუნისელმა სენსაცია გუშინ მოახდინა, როცა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი შეჯიბრებას გამოთიშა.

ქართველმა ჟაზირი მალევე შეაჩერა. ბასილაშვილს ტუნისელი მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია, 2 სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ამ მოგებით ქართველი სეზონში მეორედ გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში. პირველად ეს ჰამბურგში მოხდა, სადაც ქართველმა, საბოლოოდ, კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-16 ჩოგანს, ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება.

ბასილაშვილი და ედმუნდი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ ბრიტანელმა მოიგო.

https://www.facebook.com/NikolozBasilash/videos/279949389518126/