”ოთარ ფარცხალაძე ბოინგის დეტალებს უშვებს და მისი შემოსავალი ამან გაზარდა… ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს”

”ოთარ ფარცხალაძე ბოინგის დეტალებს უშვებს და მისი შემოსავალი ამან გაზარდა... ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს”შესაძლო კორუფცია, შემოსავლებ და ქონება, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფლობს – აღნიშნულ საკითხზე ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით.

„მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს შემდეგ პირი, რომელიც მიდის ბიზნესში, მას სრული უფლება აქვს რომ ღიად აკეთოს ბიზნეს საქმიანობა, ისე რომ გარკვეულ წილად მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში,“ – განაცხადა განცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისი თქმით, Elbit-ის პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა.

„არის ერთ-ერთი კომპანია Elbit-ი, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ამ პროექტით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ-ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ს ჯერ არ დაუწყია.

ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.

“ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა”, – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატისთვის უცნობია, არის თუ არა ლევან ყიფიანი ფარცხალაძის სახლში ნამყოფი. რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვას, ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. “იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას”, – აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.