„ოცნება“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს და სუბელიანის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

„ოცნება“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს და სუბელიანის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას არ გამორიცხავსსაპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს – განცხადება აღნიშნულის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ზოიძემ გააკეთა.

ზოიძე გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. ჩანაწერში სუბელიანი გახმაურებულ საქმეებზე, დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს.

აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მოხდეს გამოძიება იმ ფაქტებისა, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.

მისივე განცხადებით, აუცილებელია სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის “ტერბაიტები”, რომელიც მას კომპრომატის სახით აქვს შენახული.

ზოიძის განცხადებით, გიორგი გახარიას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოძი არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც იბარებს. აკაკი ზოიძე საკითხზე არც საპარლამენტო კომისიის შექმნას გამორიცხავს.