როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება – კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი

როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება - კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიკიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა კურიერმა ცოტა ხნის წინ – ჩანაწერში საუბარია, თუ როგორ ხდება ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ორგანიზება.

ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ხელისუფლებასთან მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ მიუტანია და საუბარია კიდევ უფრო დიდ თანხებზე.

ოქუაშვილი და ყიფიანი ათანხმებენ ამჯერად უკვე 4 მილიონი დოლარის მიტანის სქემას, როგორ უნდა გავიდეს თანხა ბანკიდან და როგორ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზება.

ჩანაწერი, სავარაუდოდ, გაკეთებულია მას შემდეგ, რაც პირველი თანხა 4 მილიონი ლარი ფარცხალაძის მანქანით თიბისი ბანკიდან უკვე გატანილია და ახლა ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება.

ჩანაწერში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ.

რუსთავი 2