სადიო მანემ ხელის თითი მოიტეხა

სადიო მანემ ხელის თითი მოიტეხალივერეპულის და სენეგალის ნაკრების ფორვარდმა სადიო მანემ ხელის თითი მოიტეხა და მან შესაძლოა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს. მანე სენეგალის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მან ეს ტრავმა მიიღო.
ამჟამად სადიო უკვე ლივერპულშია და მას გუნდის ექიმები მკურნალობენ. მანე ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია, ამიტომ მისი ტრავმა გუნდისთვის ძალიან საზიანო იქნება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალაჰსაც მცირე ტრავმა აწუხებს.