საუდის არაბეთში ქალი პირველად დაინიშნა ბანკის მმართველად – ლუბნა ალ ოლაიანის ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია

საუდის არაბეთში ქალი პირველად დაინიშნა ბანკის მმართველად - ლუბნა ალ ოლაიანის ბანკის კაპიტალი .2 მილიარდიალუბნა ალ ოლაიანი პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომელიც ბანკს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ BBC წერს.

ის ორი ბანკის, Saudi British Bank-სა და Alawwal Bank-ის გაერთიანების შემდეგ შექმნილ ახალ ბანკს მართავს. ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია.

ლუბნა ოლაიანი  Forbes-ის მიერ   ბოლო რამდენიმე წელია, არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიან  ქალად სახელდება, მისი ოჯახის მფლობელობაშია „Olayan Group-ი“, რომლის  კაპიტალიც 8 მილიარდ აშშ დოლარია.

19 თებერვალს, საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს. თებერვლის დასაწყისში კი მათ კვების ობიექტებში მუშაობის უფლება მიიღეს.

13 იანვარს საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმობების მიღებას შეძლებდნენ.

2018 წლის ივნისის დასაწყისში საუდის არაბეთში პირველმა ქალმა აიღო მართვის მოწმობა.

იმედინიუსი