სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა

სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდასექტემბერში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +86%, შვედეთი +82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია +48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდაა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +111%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%,იაპონია +38%, ისრაელი +36% და სხვა. ხოლო ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან და (+27.8%), აზერბაიჯანიდან შედგა. (+9.8%).
2018 წლის იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოში 6,788,377 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,647,109 შეადგინა, ზრდა+12.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,772,102შეადგინა, რაც 568,398-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +17.7%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.9%), აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთი (+0.1%) და თურქეთიდან (+17.2%) განხორციელდა .პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +95%, ნიდერლანდები +59%, რუმინეთი +58%, გერმანია +52%,ბელგია +50%, ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +43%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +134%,ჩინეთი +90%, ბელარუსი +46%,ქუვეითი 36% და ისრაელი +35%.
წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,233 მილიონ დოლარს (ზრდა +22.2%), რაც 405 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.