„სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო… სახელმწიფო და სახელმწიფიო ინსტიტუციები ჩამოშლილია“ – ბაქრაძე სკანდალურ ჩანაწერზე

„სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო... სახელმწიფო და სახელმწიფიო ინსტიტუციები ჩამოშლილია“ - ბაქრაძე სკანდალურ ჩანაწერზესკანდალური აუდიოჩანაწერი, სადაც პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს – საკითხს „ევროპული საქართველო-მოძრაობა ტავისუფლებისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ბაქარძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობს და ქვეყანა იმართება „მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან“.

„დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.