ტიერი ანრი ოფიციალურად მონაკოს მწვრთნელი გახდა

ტიერი ანრი ოფიციალურად მონაკოს მწვრთნელი გახდამონაკოს ახალი მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი იქნება. ანრი მონაკოში მუშაობას დათანხმდა და ორშაბათიდან ის ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას. მონაკომ წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდი სტარტი აიღო და ამის გამო ლეონარდო ჟარდიმი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

ჟარდიმს კომპენსაციის სახით მონაკომ 7 მილიონი ევრო გადაუხადა. რაც შეეხება ანრის, მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში მონაკო პირველი გუნდი იქნება.