უსეინ ბოლტს ევროპული გუნდები ეპატიჟებიან

უსეინ ბოლტს ევროპული გუნდები ეპატიჟებიანცნობილი იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი, რომელიც სპრინტერის კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი გახდა, შესაძლოა რომელიმე ევროპულ გუნდში ვიხილოთ.
ამჟამად ბოლტი ავსტრალიის ნახევრად სამოყვარულო ლიგაში თამაშობს, მაგრამ მისი აგენტის თქმით, ბოლტს ცნობილი ევროპული გუნდისგან აქვს შეთავაზება და ზამთარში ყოფილი სპრინტერი ამ გუნდში გადავა სათამაშოდ.
თვითონ ბოლტს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი ოცნება მანჩესტერ იუნაიტედში თამაშია.