შალვა ხაჭაპურიძე – ”ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მეგობრობდა, სარდაფის ეპიზოდზე განცხადებას თავად გააკეთებს”

შალვა ხაჭაპურიძე - ”ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მეგობრობდა, სარდაფის ეპიზოდზე განცხადებას თავად გააკეთებს”ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

ხაჭაპურიძე უკვე საქალაქო სასამართლოშია, სადაც ცოტა ხანში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის დაკითხვა უნდა დაიწყოს.

„საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენება მივცეთ სასამართლოში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ.

ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, სანამ ბატონი ოქუაშვილი ინტერვიუს მისცემდა, მას მიაჩნია, რომ მონტაჟი იყო. იმედი გვაქვს, ექსპერტიზა ამას დაადგენს.

3 წლის განმავლობაში ის ოფიციალურად მუშაობდა, ხელშეკრულება დადებული აქვს, სადაც მითითებული აქვს, რომ მას ვალდებულება ჰქონდა მოლაპარაკებები ეწარმოებინა, როგორც კერძო, ფიზიკურ, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ამ ჩანაწერებში მისი ხმა ისმის, თუმცა, მონტაჟით გარკვეული კონტექსტები შეცვლილია. ეს ჩანაწერები სხვადასხვა პერიოდშია გაკეთებული. მაგალითად, „სკაიპით“ ჩანაწერი, რომელიც ბოლოს მოვისმინეთ, 2 წლის წინ არის გაკეთებული.

ფარცხალაძესთან მას, ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, დანარჩენს ის თავად იტყვის.

სარდაფის ეპიზოდზე და ამ დეტალებზე, თავად გააკეთებს განცხადებას სასამართლო პროცესის შემდეგ“, – განაცხადა ადვოკატმა.