ცაბაძის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ცაბაძის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდახანძარი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე – ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსთავი 2