ხობში ოპელი ხეს შეეჯახა და დაიწვა

ხობში ოპელი ხეს შეეჯახა და დაიწვაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. ოპელის მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

32 წლის მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

რუსთავი 2