1-2 ნოემბერს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

1–2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში კი, ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება, მათ შორის თბილისში.

31 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 16–25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 11–21 გრადუსი; თბილისში – 19 გრადუსი.

1–2 ნოემბერს კი კავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან საქართველოში ნოტიო და ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, იქნება ნისლი, მათ შორის თბილისშიც შესაძლებელია ნალექი.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში, ასევე გორი–სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 20–25 მეტრი წამში იქნება.

1 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–22 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში – 7–16 გრადუსია მოსალოდნელი; თბილისში – 14 გრადუსი.

2 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–22 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში -8–14 გრადუსი, თბილისში – 12 გრადუსი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018