15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა

15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა15 წლის ფრანგ მოზარდს ბოროტი ხულიგნობისთვის პატიმრობა ემუქრება.

19 ოქტომბერს, პარიზის გარეუბან კრეტეის ერთერთი სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს იარაღი მიუშვირა და დაუყვირა, რომ მისთვის დაგვიანებისთვის დაწერილი “არა” წაეშალა. იარაღი ნამდვილი არ იყო, იგი საბრძოლო პისტოლეტის მულიაჟს წარმოადგენდა.

მოსწავლის ხულიგნური გამოხტომის შესახებ საჯაროდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა თანაკლასელმა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ტვიტერში გამოაქვეყნა. მეორე დღესვე მასწავლებელმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგადაც ხულიგანი, მამის თანხლებით, განყოფილებაში თავად მივიდა.

მან პოლიციელებს განუცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო და არ იცოდა, თანაკლასელი მას ვიდეოს თუ უღებდა.