2 ავარია გორში – დაშავებულებს შორის 1 მცირეწლოვანია

2 ავარია გორში - დაშავებულებს შორის 1 მცირეწლოვანიაგორში, კომბინატის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა 9 წლის ბავშვს დაეჯახა. გოგონა ,,გორმედში” გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც დღეს გორში მოხდა.

თამარ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მანქანა გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაშავდა, ისინი ,,ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მოზარდი უკვე გაწერეს, ქალი კი მკურნალობას განაგრძობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება ორივე შემთხვევაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. “