აქებ აიშროყ – “მე და ჩემი არაბი მუსლიმი მეგობარი ვართ კუს ტბაზე. ამან ღვინო პირველად დალია. მაგრად გაიტრუპა და გამომიცხადა, ქრისტიანი მინდა გავხდე…”

აქებ აიშროყ - "მე და ჩემი არაბი მუსლიმი მეგობარი ვართ კუს ტბაზე. ამან ღვინო პირველად დალია. მაგრად გაიტრუპა და გამომიცხადა, ქრისტიანი მინდა გავხდე..."აქებ აიშროყმა ფეისბუქში დაწერა:
“მე და ჩემი არაბი მუსლიმი მეგობარი ვართ კუს ტბაზე. ამან ღვინო პირველად დალია. მაგრად გაიტრუპა და გამომიცხადა:

– ქრისტიანი მინდა გავხდე.
– სიფხიზლეში, აბუ ჰამედ, სიფხიზლეში.
– მთვრალი გგონივარ ? გგონია, ვერ ვაზროვნებ ?
– ეგ არ მითქვამს, უბრალოდ, ცოტა შეთვერი.
– ჰოდა, წამიყვანე, უნდა მოვინათლო. – მეუბნება.
– არა.
– კი.
– არა – მეთქი.
– ძალიან გთხოვ – მეუბნება. მეც დავთანხმდი. ვიფიქრე, ახლა რომელიმე ეკლესიაში მივიყვან, ნახავენ რომ მთვრალია და გამოგვაგდებენ–მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. მართლა მონათლეს. თან ამ მღვდელს ვეუბნები, მთვრალია და იქნებ ხვალ ვქნათ–მეთქი, რაზეც მპასუხობს, შენო ხანძთელის “აბოს წამება” თუ წაგიკითხავსო. ხანძთელის არა, მაგრამ საბანისძის კი– მეთქი. შენ რა, მე მასწავლი მაგასო ? არა, რას ბრძანებთ–მეთქი. ჰოდა, როგორც აბო მოინათლა, ისე მოინათლება ესეცო. ამ დროს, აბუ ჰამედს მოვკიდე ხელი და კარისკენ წავათრიე, რაზეც ამიშარდა, სად მიგყავარ, უფლის სახლში ვარ მოსულიო. მეთქი – შენ იმენა ალლაჰი მაგრად დაგსჯის, ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოითუთქები, მაგრამ ჩემმა ღვთაებრივმა მუქარამ არ გაჭრა – აბუ ჰამედი მოინათლა.

დღეს დილით ტელეფონის რეკვის ხმა მაღვიძებს, აბუ ჰამედია.
– ბიქა, გუშინ ვიღაც კაცი რომ წყალს მასხურებდა, რა უნდოდა და ვინ იყო ? – მეუბნება. ძალიან დავიბენი და ვპასუხობ:
– არაფერი. დავთვერით და ცოტა ვიწუწავეთ.
– ხო, ბევრი მომივიდა…
– არაუშავს, აბუ ჰამედ. – ვპასუხობ და ცოტა ხანში ვემშვიდობები.

არ ვიცი, როდის გამოვუტყდე, რომ აბუ ჰამედი კი არა, ნათლობის სახელით ნიკოლოზია  :D”