ათენში ნაპოვნი სოფო წიკლაური ნაწამებია – ვიდეო

ათენში ნაპოვნი სოფო წიკლაური ნაწამებია - ვიდეოსაბერძნეთში, საქართველოს მოქალაქე 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქრონიკა მოკლულის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ამბობს რომ სოფო წიკლაური ნაწამებია და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა ძარცვას უკავშირდებოდეს.

გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დაწყებულია გამოძიება და საქართველოს საკონსულო საგამოძიებო უწყებებთან მუდმივ კონტაქტზეა.

იმედინიუსი