ბადრი პატარკაციშვილის დედა ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს – ის შვილიშვილმა მძიმე მდგომარეობაში იპოვა

ბადრი პატარკაციშვილის დედა ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - ის შვილიშვილმა მძიმე მდგომარეობაში იპოვადაახლოებით 2 საათის წინ, ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. ნათელა პატარკაციშვილის შვილიშვილის, თამუნა თოთლაძის თქმით, ბებია მძიმე მდგომარეობაში თავად ნახა. მისვე განმარტებით, ქალს ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა და შაქრის მაჩვენებელი 500-მდე აუვარდა.

მძიმე მდგომარეობის გამო, ოჯახის წევრებმა ის სასწრაფოს მისვლამდე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ექიმის განცხადებით, ნათელა პატარკაციშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ძლიერ სტრესს უკავშირდება.

17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონბიზნესმენის დაცვის წევრი.

ამასთან ჩანაწერების თანახმად, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.

იმედინიუსი