ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს.

საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს სკოტლანდ იარდის გამოძიებას, რომელმაც საქმე 10 წლის წინ გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007-2008 წლებით დათარიღებული აუდიოფაილია. საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით სამხარაულის ბიურომ 2016 წელს ჩაატარა. თაროდან ეს საქმე დღეს ჩამოიღეს.

კურიერთან დაკავებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა, ისაუბრა, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

იურისტი ვარაუდობს, რომ პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. მტკიცებულებებზე, რომელიც 2007-2008 წლებში არის, ვითომდა, ჩაწერილი. აქ არის გარკვეულ ჩანაწერებზე საუბარი, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც გაუჭირდა ხელისუფლებას, ან პროკურატურას, არის ე.წ. შემოგდებული საქმე გარკვეული თემების გადასაფარად. დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები,“ – განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018