ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს

ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავსმიუნხენის ბაიერნი ამჟამად კრიზისშია და ნიკო კოვაჩი შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანს განიხილავს, რომელიც ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს.
ზიდანის სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ თვითონ ზიზუ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ზიდანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის მალე დაბრუნდება ფეხბურთში.