ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამოყირავდა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამოყირავდაბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სატვირთო ავტომობილს ქვის ლოდები გადაჰქონდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ჩაქვი-ბათუმის მიმართულებით სატრანპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

ინტერპრესნიუსი