ბათუმში დედამ 2 თვის შვილი გაყიდა

ბათუმში დედამ 2 თვის შვილი გაყიდა“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მტკიცებით, ბათუმში, დედამ  შვილი გაყიდა.

მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა, დაახლოებით 2 თვის შვილი ფულის სანაცვლოდ სხვას მიჰყიდა.  ადგილზე მისულებს მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  პოლიცია გამოიძახა.

„რადგან ოჯახი აქ აღარ დაგვხვდა, პოლიციას შევატყობინე. როგორც გვითხრეს, მისამართი შეიცვალეს და მიმდებარედ, სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად,“ – აცხადებს ღოღობერიძე.

შსს- მ ბავშვის გაყიდვის შეტყობინებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ტივი 25