ბეილმა ისევ ტრავმა მიიღო

ბეილმა ისევ ტრავმა მიიღომადრიდის რეალის უელსელმა ფორვარდმა გარეტ ბეილმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან ერთი თვე ვერ შეძლოს მოედანზე გასვლა. თავიდან მისი ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ გამოკვლევებმა ცხადყვეს რომ ბეილს მკურნალობა ესაჭიროება.
უელსელი ფეხბურთელი ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და ამ მიზეზით მან ბევრი შეხვედრა გამოტოვა. ბეილის არყოფნა რეალისთვის დიდი დანაკლისია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამჟამად რეალს ძალიან რთული პერიოდი აქვს.